logo
ENG



რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

01 ივნ 202523:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/01/yq71yz6v7jr20oa.png

რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცი — ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პოლოგოვის რაიონის სოფელ კოპანიში რუსეთმა სავარაუდოდ სამი მართვადი ავიაბომბით (УАБ) განახორციელა იერიში. დანგრეულია საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 67 წლის მამაკაცი.

მოგვიანებით, 20:33-ზე ფედოროვმა გაავრცელა განახლებული ინფორმაცია, რომ სამი ქალი – 18, 35 და 56 წლის – დაიღუპა სოფელ ტერნუვატოში, ზაპოროჟიეს რაიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად.

რუსულმა ავიაციამ იქ სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა. აფეთქებების ტალღამ და ნამსხვრევებმა მაღაზია და მიმდებარე სახლები დააზიანა.


close დახურვა