რუსული პროპაგანდისტული მედია, РИА Новости თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ბალტიის ზღვაში წვრთნები, სახელად "ოკეანის ფარი - 2023" დაიწყო.
"2 აგვისტოდან ბალტიის ზღვის წყლებში საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით, საზღვაო სწავლება - ოკეანის ფარი - 2023 იწყება". - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 30 სამხედრო ხომალდი და კატარღა, 20 დამხმარე გემი და დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ წვრთნების დროს აქცენტი გაკეთდება საზღვაო და სანაპირო ზოლების დაცვაზე და ასევე ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვას. ხოლო ღონისძიებების მიზანია "საზღვაო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში ეროვნული ინტერესების დაცვა".
საერთო ჯამში, პროგრამა მოიცავს 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრის ჩატარებას, მათ შორის, იარაღის პრაქტიკულ გამოყენებას. მანევრების დასრულების შემდეგ კი გემები გაემგზავრებიან მუდმივ ბაზებზე, თვითმფრინავები კი აეროდრომებს დაუბრუნდებიან.