logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: ბელგოროდში რუსული თვითმფრინავიდან საბრძოლო მასალა არანორმალურად დაეშვა

21 აპრ 202301:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/21/ms316q37ss9mlnm.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის თავზე რუსული თვითმფრინავის Su-34-ის "საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება მოხდა".

სამინისტროს თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

"20 აპრილის საღამოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15-ზე ქალაქ ბელგოროდის თავზე Su-34 თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები." - წერია სამინისტროს განცხადებაში.

20 აპრილს ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20 მეტრის რადიუსის კრატერი გაჩნდა.

რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.


close დახურვა