logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: უკრაინამ მოსკოვსა და ყირიმზე დრონებით თავდასხმა სცადა

17 სექ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/17/74j4nllhl6f76k1.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გუშინ ღამით უკრაინამ მოსკოვსა და ყირიმზე დრონებით თავდასხმა სცადა.

"17 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 1:45 საათზე, შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის თქმით, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს.

რუსეთის ხელისუფლებამ დრონების თავდასხმაში უკრაინულ მხარე არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის ბრალი დასდო, რომ 3 მაისს კრემლს შეუტიეს, რაც მათი მტკიცებით, ტერორისტული თავდასხმა და ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა იყო. უკრაინაში მსგავს ქმედებებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან.


close დახურვა