რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით იერიშის მიტანა სცადეს. მათი განცხადებით, "თავდასხმა" 26 აგვისტოს 3:00 საათზე შეაჩერეს.
რუსეთის თავდაცვას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, თუმცა როგორც მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანმა დაწერა, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენები ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო, თუმცა ამ ეტაპზე, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.
რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა - 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.