logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინამ 160-ზე მეტი დრონით 15 რეგიონზე მიიტანა იერიში

01 სექ 202411:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/vra2uruvvfqj0g7.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამტკიცებს, რომ უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ დრონებით ყველაზე მასიური იერიში განახორციელა.

როგორც უწყების ანგარიშში წერია, უკრაინამ 160-ზე მეტი დრონით რუსეთის 15 რეგიონზე მიიტანა იერიში. 

ყველზე მეტი დრონი კურსკის, ბრიანსკის და ვორონეჟის ოლქებში ჩამოაგდეს. გარდა ამისა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქში გაანადგურა. 

ტვერის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ელექტროსადგურზე. დაშავებულთა შესახებ ცნობა არ არის.


close დახურვა