logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩაძირულ გემ მოსკვაზე 1 ადამიანი დაიღუპა

22 აპრ 202223:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/86w6m66ejwb79ws.png

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ გემ მოსკვაზე, რომელიც უკრაინის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 აპრილს ჩაიძირა, 1 ადამიანი დაიღუპა, 27 კი იძებნება.

სამინისტრო აცხადებს, რომ 396 ადამიანი გემიდან წარმატებით გამოიყვანეს და სევასტოპოლში გაგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა მოსკვაზე მყოფ მომსახურე პერსონალის შესახებ კომენტარი გააკეთა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმეორებს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას, რომ კრუიზერზე ცეცხლი გაჩნდა, რამაც ტყვია-წამლის აფეთქება გამოიწვია.

***

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

ხომალდზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ისინი აცხადებდნენ, რომ საბრძოლო მოსკვაზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

ეს ის საბრძოლო გემია, რომელსაც კუნძულ ზმეინიდან უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "იდი ნა ხ*ი". 

კრეისერი სევასტოპოლის ყურეში იყო გაჩერებული. მასზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. 

სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა. 


close დახურვა