logo
ENG



რუსეთის თქმით, უკრაინის მხრიდან წინაპირობები მოლაპარაკებების დასაწყებად მიუღებელია

14 ნოე 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/ildf95165ctbjha.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, რუსეთი არ იღებს წინაპირობებს უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

ამასთან, გრუშკო აღნიშნავს, რომ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა რუსეთისთვის მიუღებელია.

"არა. ასეთი პირობები მიუღებელია. ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, საჭიროა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებულ ვითარებას", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა