logo
ENG



რუსეთის მარეგულირებელი Wikipedia-სგან მოითხოვს, უკრაინის ომის შესახებ მასალები წაშალოს

05 აპრ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/o3y7g1b4h43qc45.jpg

რუსეთის მარეგულირებელი როსკომნადზორი Wikipedia-სგან მოითხოვს, რომ უკრაინის ომის შესახებ მასალები წაშალოს. რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, ონლაინ-ენციკლოპედიის პლატფორმა უკრაინის ომზე "არაზუსტ ინფორმაციას" ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ Wikipedia-ს ავტორები მომხმარებლებს თავიანთ სტატიებში მიზანმიმართულად დეზინფორმაციას აწვდიან, რაც ხელს უწყობს "მოვლენის ექსკლუზიურად ანტირუსულ ინტერპრეტაციას".

"Wikipedia გახდა რუსებზე მუდმივი ინფორმაციული თავდასხმის ხაზი", - აცხადებს როსკომდანდზორი. უწყება აფრთხილებს პლატფორმას, რომ მას 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.

მარეგულირებელს აქამდეც მოუთხოვია Wikipedia-სგან პირველი მარტის ინფორმაციის წაშლა ომის შესახებ, თუმცა Wikipedia-მ მოთხოვნა არ შეასრულა.


close დახურვა