logo
ENG



რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის ე.წ ლიდერი ამბობს, რომ ხერსონის რუსეთში ინტეგრაცია დაიწყო

09 ივნ 202214:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/lpfknihcny7esr3.jpg
(AP)

ოკუპირებული ხერსონის ე.წ ლიდერმა, ვლადიმერ სალდომ Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთში ინტეგრაცია მიმდინარეობს.

"დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი ჩვენთანაა და ჩვენ სამუდამოდ რუსეთთან ვართ. ინტეგრაცია დაიწყო და ინტენსიურად გაგრძელდება".- წერს სალდო. 

სალდომ არ განიხილა დეტალურად თუ რას ნიშნავს "ინტეგრაცია". 

"ჩვენ ვგრძნობთ, რომ უკვე ერთად ვართ რუსეთთან. არსებობს რწმენა, რომ საერთო დიდ ოჯახში ყველა პრობლემა სისტემატურად მოგვარდება და ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ ყველა მოთხოვნას."- განაცხადა ოკუპირებული ხერსონის ე.წ გუბერნატორმა ვლადიმერ სალდომ

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო კვირებში ხერსონის რეგიონში რუსეთის პოზიციებზე კონტრშეტევები გააძლიერეს. 

 


close დახურვა