logo
ENG



რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

02 იან 202423:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/02/neiozsuceva5ilz.jpg

 

Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი.

რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა - რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" გაუშვეს.


close დახურვა