logo
ENG



რუსეთის მიერ ხარკივზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

01 სექ 202419:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/aijpuoaetdtehxk.png

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკივზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია.

რუსეთის მიერ რეგიონზე მიტანილმა იერიშმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, გაჩნდა ხარნძარიც.

რუსეთის მორიგ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ტერორის, მის შესაჩერებლად კი მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს ჩართული.

"საჭიროა საკმარისი გამბედაობა ლიდერებისგან - გამბედაობა, რათა უკრაინას მიეცეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა