რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციამ საქართველოს ბელარუსის ნაკრებთან ერთად ტურნირში მონაწილეობა შესთავაზა. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის თქმით, არ არის გამორიცხული, სპორტსმენებმა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა ოკუპანტი ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ შეჯიბრში.