logo
ENG



რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ქართველებს აგინა, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ქვეყანას ტოვებს

11 ნოე 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/w67fm3k57z2c58l.png

რუსეთის მოქალაქე პაველ კოპილკოვი, რომელმაც თბილისში, ქართველები და საქართველო შეურაცხყო, ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"რამდენიმე დღის წინ მე გავედი ქუჩაში თბილისში და დავიწყე ქართველების შეურაცხყოფა და ქვეყნის ლანძღვა. ის რაც მოხდა, მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ მქონდა ნერვული შეტევა და მე უბრალოდ ვაკეთებდი ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება თავში მომსვლოდა. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ასე საერთოდ არ ვფიქრობ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები დამიჯერებენ და მაპატიებენ. მე მივემგზავრები ქვეყნიდან, ჩემთვის საჭირო იქნება მკურნალობის დაწყება და თუ ქართველი საზოგადოება შეძლებს ჩემს გაგებას და ოდესმე აქ დავბრუნდები, მაშინ მსურს გამოვისყიდო დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის, კიდევ ერთხელ ბოდიში", - აცხადებს ის.

***

5 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაცი ერთსა და იმავეს იმეორებს და საქართველოსა და ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 6 ნოემბერს დააკავა. მოგვიანებით კი, სასამართლომ დააჯარიმა. 


close დახურვა