რუსეთი აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინელების ორი ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს.
"სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფმა, რუსეთის ФСБ -ს სასაზღვრო რაზმთან ერთად, როსტოვის რეგიონში, აღკვეთა რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა უკრაინის მხრიდან". - წერს რუსული სამთავრობო მედია.
რუსეთის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა დივერსანტების ევაკუაციის მიზნით შევიდა.
რუსეთის ამ ცნობას უკრაინაში ცრუ ინფორმაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები როსტოვში საერთოდ არ ყოფილან.