logo
ENG



რუსეთის მტკიცებით, სევასტოპოლის თავზე 5 რაკეტა ჩამოაგდეს

22 სექ 202316:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/6ktrea9xt5zdpk3.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანექსირებული სევასტოპოლის თავზე ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს. მათივე თქმით, უკრაინის იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის შტაბის ისტორიული შენობა დაზიანდა.

სამინისტროს განცხადებიდან გაუგებარია, შენობას რაკეტა მოხვდა თუ ნამსხვრევი. თუმცა ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა.

სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო იერიში 22 სექტემბერს განხორციელდა. რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. რაკეტის დარტყმის შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებს სევასტოპოლზე თავდასხმისთვის.

"ჩვენ დავპირდით, რომ "გაგრძელება იქნება...". ამიტომ, სანამ ოკუპანტები გონს მოდიან მელიტოპოლში, ხოლო სევასტოპოლში, საჰაერო თავდასხმის სიგნალები ჯერ კიდევ ისმის, მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების მფრინავებს!" - დაწერა მან ტელეგრამზე. 


close დახურვა