რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინაში ეჭვმიტანილად გამოცხადდა.
უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ვლადიმერ გუნდაევზე [პატრიარქი კირილი] შესაბამისი ბაზაც შეადგინეს, რომლის თანახმადაც, "ის ხელს უწყობს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინაში და არ აღიარებს ოკუპანტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს".
"გამოძიების მიხედვით, რუსი პატრიარქი არის ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო გარემოცვა და მან ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს. პროპაგანდისთვის ის აქტიურად იყენებს მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა რელიგიურ თემს. გარდა ამისა, ის ხშირად იღებს ვიდეოებს და ასევე ატარებს ონლაინ-ქადაგებებს, რა დროსაც ასევე პროპაგანდას იყენებს. მაგალითად, 2022 წლის მარტში, რუსეთის საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა სტატია, ლიტურგიის შესახებ, რომელშიც პატრიარქმა კირილმა რუსეთის გვარდიით მთავარსარდალი უკრაინის წინააღმდეგ ომში დალოცა. ასევე 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც კირილი უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპაციას ამართლებს. მან მორწმუნეებს არაერთხელ მიმართა და მათ რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა - დაწყებულ ომში.
პატრიარქ კირილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 4 მუხლით: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის უარყოფა და მისი გამართლება, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება", - წერია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.