logo
ENG



რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს

17 ნოე 202213:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/17/re33pa4ml5nwb7o.jpg

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილე ამბობს, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს. როგორც გამოცემა ეხო კავკაზა წერს, ამის შესახებ კირილემ აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

ვინ არ მისცა მას ევროკავშირში შესვლის უფლება, კირილეს არ უსაუბრია. მან აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკავშირა გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლენარულ ასამბლეას.

"უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მიღებული: ევროკავშირის ტერიტორიაზე პატრიარქის არშეშვება. ასეთი რამ "ცივი ომის" დროსაც არ ყოფილა", - თქვა მოსკოვის პატრიარქმა.

31 აგვისტოს შემდეგ რუსეთის პატრიარქის, როგორც უკრაინაში ომის მხარდამჭერის მიმართ რაიმე სანქციებზე ცნობილი არ ყოფილა. მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს კანადამ და დიდ ბრიტანეთმა, რაც ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გულისხმობს.

ეხო კავკაზა წერს, რომ მიმდინარე წლის ივნისში კირილე არ შეუშვეს ლიეტუვაში. მაშინ ლიეტუვის მთავრობამ განმარტა, რომ რუსული ეკლესიის ხელმძღვანელი "უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი" და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი თანამოაზრეა.


close დახურვა