logo
ENG



რუსეთის საგარეო: ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების კვალს უკრაინამდე მივყავართ

31 მარ 202423:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/31/oxfwb7mqn4subqz.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 მარტს მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებმა აჩვენა, რომ როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარ სხვა თავდასხმების კვალი უკრაინამდე მიდის.

აქედან გამომდინარე, მოსკოვი კიევისგან ტერაქტის ყველა მონაწილის დაკავებასა და კრემლისთვის გადაცემას ითხოვს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნები ტერორისტული აფეთქებების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში, ტერაქტში მონაწილე პირების დაუყოვნებლივ დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ. ამ პირებს შორისაა უკრაინის SBU-ს ხელმძღვანელის ვასილი მალიუკი, რომელმაც 25 მარტს ცინიკურად აღიარა, რომ უკრაინამ 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდი დაბომბა და ისაუბრა რუსეთის ფედერაციაში სხვა ტერაქტების ორგანიზების შესახებ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დეპარტამენტი მსოფლიო საზოგადოებას ახსენებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ყველა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. კრემლი უკრაინისგან ასევე "ნებისმიერი ტერორისტული ქმედებების მხარდაჭერის შეწყვეტას" ითხოვს და ამასთანავე, ავალდებულებს დამნაშავეების ექსტრადირებასა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდას.


close დახურვა