logo
ENG



რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 26 მარტს დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია

17 აგვ 202223:44
3 წუთის საკითხავი
clock 611
2022/08/17/ln61yqfvoh7wjoz.jpg

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ყოფილი ჯარისკაცი, ლევან მაჩაბელი თავისუფალია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის განცხადებით:

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ლევან მაჩაბლის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". 

1987 წელს დაბადებული ლევან მაჩაბელი საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 26 მარტს სოფელ არცევში დააკავეს. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებით, "ლევან მაჩაბელი 2005 წლიდან 2009 წლამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე". 

თუმცა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მაჩაბელი ყოფილი ჯარისკაცი არ არის. 


close დახურვა