logo
ENG



რუსეთის სასამართლომ დამოუკიდებელ გამომცემლობას, Novaya Gazeta-ს ბეჭდვის ლიცენზია გააუქმა

05 სექ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
VLADIMIR GERDO/TASS

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დამოუკიდებელ რუსულ გამომცემლობას, Novaya Gazeta-ს ბეჭდური ვერსიის რეგისტრაციის მოწმობა გაუუქმა

მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა, რუსეთში კრიტიკული ახალი ამბების გაშუქების მცდელობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, თქვა, რომ გადაწყვეტილება იყო "პოლიტიკური დარტყმა, ოდნავი იურიდიული საფუძვლის გარეშე".

მისი თქმით, გაზეთი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სარედაქციო ჯგუფმა ამ ფაქტს " Novaya Gazeta-ს მკვლელობის მცდელობა" უწოდა.

რუსეთის მედიის დამკვირვებელმა, Rozkomnadzor-მა პუბლიკაცია 2006 წელს საკუთრების შეცვლასთან დაკავშირებული დოკუმენტების არ წარდგენაში დაადანაშაულა. 

4 მარტს რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიაზე "ფეიკნიუსის გავრცელება" სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ასევე აიკრძალა სიტყვა "ომის" გამოყენება.

28 მარტს, Novaya Gazeta-მ დროებით მუშაობა შეწყვიტა. 

"ამის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ გაზეთის გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ქსელებში და ქაღალდზე - „უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის“ დასრულებამდე."- განაცხადა გამოცემამ.

 

close დახურვა