BBC რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტებმა 144 უპილოტო საფრენი თვითმფრინავი გაანადგურეს, რომლებითაც უკრაინელებმა დასავლეთ რუსეთის ტერიტორიას შეუტიეს.
საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის რეგიონის თავზე 20 დრონი ჩამოაგდო. რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა. მისივე ცნობით, თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა.
ყველაზე მეტი, 72 დრონი რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ბრიანსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინული უპილოტო საფრენი თვითმფრინავები კურსკის, ტულას, ბელგოროდის, კალუგას, ვორონეჟის, ლიპეცკის და ორიოლის რეგიონებში ჩამოაგდო.
ამავე დღეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 46 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 38 გაანადგურეს.