უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას საქმე, რომელიც რუსეთში ტყვეობაში დაიღუპა, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, დაღუპული ჟურნალისტის საქმე ომის კანონების, წესების დარღვევა და განზრახ მკვლელობაა.
უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომელიც გასულ წელს ზაპოროჟიეს ოლქში გაუჩინრდა, რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა. ფაქტი უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა პეტრ იაცენკომ დაადასტურა.
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშჩინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.