რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 109 ბავშვი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საბრძოლო მოქმედებების ადგილის დათვალიერება ამ დროისთვის შეუძლებელია.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციითვე, ომის დაწყების შემდეგ დაზიანდა 439-ზე მეტი დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა.