რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ნავთობის საცავი იწვის.
ასევე, ვრცელდება ცნობები იმავე ქალაქში მეორე ხანძრის შესახებაც, თუმცა, ზუსტი ინფორმაცია, რას უკიდია ცეცხლი, უცნობია.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და არ არსებობს ევაკუაციის საჭიროება.
ბრიანსკი უკრაინის საზღვართან 500 კილომეტრში მდებარეობს.