logo
ENG



რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე ხიდი ააფეთქეს

09 ნოე 202218:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/09/jhv70mp4b3ol7ct.jpg

რუსეთის შეიარაღებულა ძალებმა ხერსონის ოლქში, მდინარე დნიპროს დასავლეთით რამდენიმე ხიდი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრის განცხადებით, რუსები ხერსონის ზოგიერთი სოფლიდან, როგორც ჩანს, ტაქტიკურად იხევენ უკან, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეანელონ.

"ოკუპანტებმა ააფეთქეს არა მხოლოდ დარევკისა და ტიაგინსკის იდები, არამედ სნიჰურივკადან ხერსონისკენ გადასასვლელი ხიდიც [...] ოკუპანტები აბსოლუტურად ყველა ხიდს აფეთქებენ", - თქვა მან.

CNN-ის ცნობით, ამას ადასტურებენ რუსეთის სამხედრო ანალიტიკოსებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხერსონის ფრონტთან ხიდების განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას ანელებს".

უკრაინის ოფიციალური პირის განცხადებით, რუსული ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან მასობრივად იხევენ უკან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ ოფიციალურად დაადასტურონ რუსების მიერ დასახლებების დატოვება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოკუპანტები რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აღარ იმყოფებიან.


close დახურვა