logo
ENG



რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 121 ბავშვი დაიღუპა

23 მარ 202213:04
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 121 ბავშვი დაიღუპა, 167-მა ბავშვმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყოველდღიური დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, მათგან 72 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურის ცნობით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და კიევში.

თავდასხმების შედეგად დაზიანდა ბავშვთა 40-ზე მეტი დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე დაიღუპა და დაშავდა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.


close დახურვა