რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის ტერნოპილის რეგიონზე იერიში მიიტანეს.
ტერნოპილის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ ტრუშის ცნობით, ოკუპანტების მხრიდან ტერნოპილის ქალაქ ჩერტკოვსკიზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.
„საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ვუწევდით დაშავებულებს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ახლა ვმუშაობთ ნგრევის შეჩერებისა და მოქალაქეთა დაზიანებული საკუთრების შეკეთებაზე“ - აცხადებს ტრუში.