ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, რუსეთის ჯარების მხრიდან ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა.
"რუსი ოკუპანტები ახლახანს თავს დაესხნენ ხერსონის ცენტრალურ ნაწილს - სახლში შევიდნენ. 20 წლის ბიჭი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინაზე 10-ზე მეტი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტებია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და „კალიბრის“ დეფიციტი აქვთ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულ ძალებს კიდევ რამდენიმე ძლიერი დარტყმის განხორციელება შეუძლიათ.