![რუსეთის ჯარმა დემიდოვადან ევაკუაციის დროს ცეცხლი გახსნა, დაიღუპა უკრაინელი სერჟანტი](/uploads/news/ba2f16fb-a0a4-48b8-9b01-c497372ff74a.png)
დღეს, 9 მარტს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ევაკუაციის კოლონას, რომელიც დემიდოვიდან მიემგზავრებოდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა უფროსი სერჟანტი ალექსეი პონომარენკო. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი Facebook-ზე წერს
"დღეს, ოკუპირებული დემიდოვიდან ხალხის ევაკუაციის დროს, გმირულად დაიღუპა პოლიციელი კიევის რეგიონიდან, უფროსი სერჟანტი ოლექსიი პონომარენკო. დამპყრობლებმა ცეცხლი გახსნეს სამართალდამცავებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით", - წერს ის.
ცნობილია, რომ დაშავებულია კიდევ ერთი პოლიციელი და სამოქალაქო პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.