logo
ENG



რუსეთის ჯარში გაწვევა ელექტრონულადაც მოხდება

11 აპრ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/11/egrsskyszqw2ezw.jpg

რუსეთის დუმაში დარეგისტრირებული ცვლილებების თანახმად, გაწვევის მიღების მომენტიდან კომისარიატში გამოცხადებამდე, "სამხედრო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებს" ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

ცვლილებების იგივე პაკეტი, რომელსაც დუმა 11 აპრილს განიხილავს, გაწვევის ელექტრონულად გაცემასაც აკანონებს - მათ შორის სახელმწიფო მომსახურებების პორტალის პირადი კაბინეტის საშუალებით. ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს ტრანსპორტის მართვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და კრედიტების აღებას მათთვის, ვინც გაწვევის საბუთში მითითებული თარიღიდან 20 დღის ვადაში კომისარიატში არ გამოცხადება.

თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ ელექტრონული გაწვევა "მიჩნეულია მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ის განთავსდება სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელი პირის პირად კაბინეტში". მისი თქმით, ცვლილებები არ შეეხება საგაზაფხულო გაწვევას, რომელიც 15 ივლისამდე გრძელდება. კარტაპოლოვის თქმით, გაწვევის ახალი წესი ყველა სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელ პირს შეეხება და არა მხოლოდ წვევამდელებს.


close დახურვა