logo
ENG



რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში თითქმის 6 საათს გაგრძელდა

08 დეკ 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
1b1g1l4lg6xs7iz.jpg

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. საუბარი სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ორი ქვეყნის ინტეგრაციის გარღმავებას შეეხო. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადეს, რომ ნავთობისა და გაზის საკითხებში მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა და ორი ქვეყანა ამ სფეროებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს, თუმცა არსებობს ისეთი საკითხებიც, რომლებთან დაკავშირებითაც შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელარუსის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არაფერს გააკეთებს, რაც მისი ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს. შეხვედრები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის სოჭში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. 


close დახურვა