ივანიშვილის მთავრობა მოკავშირეებს ზურგს აქცევს, არადა სტრატეგიული პარტნიორების დახმარება ახლა ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება. აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება - რუსეთს უნიკალური ბიჭვინთის მიტაცება სურს. რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკოსების პროტესტი მწიფდება. უკანონო შეთანხმება ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო არსებული ტერიტორიის, სანაპიროსა და საზღვაო სივრცის რუსეთისთვის განსაკარგავად გადაცემას ითვალისწინებს. ოცნების ხელისუფლება, რომელიც მეგობარს ეჩხუბება, მტერთან ხმას ვერ იღებს.
რუსეთისთვის გადაცემული ბიჭვინთა
20 ივლ 202220:18
3 წუთის საკითხავი