logo
ENG



რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო აშშ-მა 6 ირანელ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

07 იან 202310:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/07/0labge5h2g1f0xj.jpg

რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 6 ირანელ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

საუბარია ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიის Qods Aviation Industries (QAI)-ის ხელმძღვანელებზე. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია მონაწილეობდა უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისთვის კამიკაძე დრონების გადაცემაში.

სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს QAI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. როგორც ნათქვამია, ის ხელმძღვანელობდა ირანის სამხედრო კვლევებსა და განვითარებას, ასევე რუსეთთან მოლაპარაკებების პასუხისმგებელი იყო.

სანქციები შეეხო ასევე აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც, როგორც ცნობილია, მეთვალყურეობდა რუსი სამხედროების მომზადების პროცესს კამიკაძე დრონების მართვაში.

რუსეთი უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს.


close დახურვა