logo
ENG



რუსეთმა 200 ამერიკელს სანქციები დაუწესა, მათ შორის ბაიდენის და-ძმებს

11 ნოე 202221:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/qj175t9lmuslsvt.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

სანქცირებულთა შორის არიან სახელმწიფო ორგანოების ცალკეული პირები და კანონმდებლები. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რომ სიაში მოხვდნენ ის ექსპერტები და ლობისტები, რომლებიც "რუსოფობიურ კამპანიაში" არიან ჩართულნი.

სანქციების ქვეშ მოყვნენ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და - ვალერი ოუენსი - და ორი ძმა - ჯეიმსი და ფრენსისი. სიაშია თეთრი სახლის პრესსპიკერი, ორივე პარტიის კონგრესმენები, მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები, ბიზნესმენები.


close დახურვა