ალექსეი ნავალნი რუსეთის ფედრალური ფინანსური მონიტორინგის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.
რუსული გამოცემა ინტერფაქსის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციებისა და ინდივიდების სიაში დღეს შეიყვანეს.
როსფინომონიტორინგი ამ სიაში შესული ადამიანების საბანკო ფინანსებს ყინავს და მათთვის მომსახურებას წყვეტს. ინტერფაქსის ცნობით, ნავალნის გარდა სიაში მისი ახლო მხარდამჭერებიც მოხვდნენ. სიას დაემატნენ ლიუბოვ სობოლი, ადვოკატი ვიაჩისლავ გიმადი, გიორგი ალბუროვი და რუსლან შავედინოვი.
ინტერფაქსის ცნობით, იანვრის დასაწყისში ნავალნისთან დაკავშირებული 2 სხვა ადამიანი - ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი როსფინომონიტორინგის სიაში უკვე იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნიმ საერთაშორისო ყურადღება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ დემონსტრაციების ორგანიზების შემდეგ მიიპყრო.
აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი ის მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა.
2021 წლის ბოლოს რუსი ოპოზიციონერი ევროპარლამენტის სახაროვის პრიზის ლაურეატი გახდა.