logo
ENG



რუსეთმა ამერიკელ კონგრესმენებსა და კანადელ სენატორებს სანქციები დაუწესა

14 აპრ 202211:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/jg35rzk9bn4l03c.jpg

რუსეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებსა და კანადელი სენატორებს სანქციები დაუწესა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ზომა რუსეთის დუმის დეპუტატებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოა. კონგრესმენებსა და სენატორებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

ახალი რუსული სანქციები 398 კონგრესმენს შეეხო. ქვედა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსისა და სხვა კანონმდებლების მიმართ სანქციები მანამდე გატარდა.

"აღნიშნული პირები, მათ შორის ხელმძღვანელები და ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის კომიტეტის თავმჯდომარეები, რუსულ სტოპ-ლისტში მუდმივ რეჟიმში შედიან", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ფედერალური საბჭოს ყველა წევრის სანქცირებულთა სიაში შეყვანის გამო, რუსეთი კანადის 87 სენატორ საპასუხო სანქციებს უწესებს.


close დახურვა