logo
ENG



რუსეთმა ასობით ბრიტანელ დეპუტატს საპასუხო სანქციები დაუწესა

27 აპრ 202215:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/3nacwwubspdvs4a.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს, მათ შორის დაუნინგ სტრიტის შტაბის უფროსს სტივ ბარკლეს და თემთა პალატის სპიკერს, ლინდსი ჰოილს სანქციები დაუწესა.

სანქციები გულისხმობს პოლიტიკოსების რუსეთში შესვლის აკრძალვას. ეს იმის საპასუხოდ ხდება, რაც დიდმა ბრიტანეთმა 11 მარტს, 386 რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სანქცირებულ რუს პოლიტიკოსებს შორის არიან როგორც კონსერვატიული, ისე ლეიბორისტული პარტიის დეპუტატები.

“ამ პირებმა, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება აღარ აქვთ, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობიური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში,” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მდივანი ჯორჯ უესტისი, ბრექსიტის მინისტრი ჯეიკობ რის-მოგი, კონსერვატიული კანონმდებლები ჯერემი ჰანტი და სტივ ბეიკერი ბრიტანელ სანქცირებულ დეპუტატებს შორის მოხვდნენ.


close დახურვა