logo
ENG



რუსეთმა აშშ-ის მთავრობის, მედიისა და კორპორაციების 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

06 ივნ 202222:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/9ixldf0km2ui9zn.jpg

რუსეთმა აშშ-ის მთავრობის, მედიისა და წამყვანი კორპორაციების 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სანქცირებულთა შორის არიან ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, ენერგეტიკის მინისტრი ჯენიფერ გრანჰოლმი, Universal Pictures-ის პრეზიდენტი პიტერ კრამერი.

"რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ასევე საშინაო ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ აშშ-ის მუდმივი სანქციების საპასუხოდ, 61 ამერიკელი მოქალაქეს დაუწესდა სანქციები, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების, წამყვანი კორპორაციების და მედია პლატფორმების წარმომადგენლებს"- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-მა სანქციები დაუწესა 7 იახტას, რომელიც რუსულ ელიტასა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავშირდება, 16 კომპანიას და 3 თვითმფრინავს.


close დახურვა