რუსეთმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონსა და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ჯონსონი გმობს მოსკოვის აგრესიას უკრაინაში და რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ბრიტანეთის ხელუსუფლება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაზე დაიწყო საუბარი.
ქვეყანაში შესვლა ასევე აეკრძალათ საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს, ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ დომინიკ რააბს, ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს. გარდა ამისა, მოსკოვმა სიაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ტერეზა მეიც შეიყვანა, რომელიც პუტინის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსია.
ჯამში სანქციები დაუწესდა 13 პირს. რუსეთის განცხადებით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის "რუსოფობიული" პოლიტიკის გამო მიიღეს.