რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა.
სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები.
"როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაზე მიიღებენ ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს რუსული მხარისგან. არჩევანი კონფრონტაციის სასარგებლოდ - ეს ბრიტანეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეგნებული გადაწყვეტილებაა, რომელზეც იქნება მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე"- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.