დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, რუსი სამხედროების მიერ გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ზოგიერთი "სამოქალაქო ინფრასტრუქტურა" დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.
ორი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქებებისა და ნანგრევების გამო მანქანები დაზიანდა.
სამშაბათს დილით ადრე ადგილობრივი ტელეგრამ არხები დნიპროში აფეთქებების შესახებ იწერებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, რუსებმა ისკანდერის რაკეტები გამოიყენეს, რომლებიც ანექსირებული ყირიმიდან გაუშვეს.