logo
ENG



რუსეთმა დნიპრო დაბომბა, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი

26 ოქტ 202213:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/26/5kmilhojgtpldyd.png
Reuters

დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცენტრალურ უკრაინაში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (SES) ცნობით, თავდასხმის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც თავის მანქანაში ცოცხლად დაიწვა.  

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ცნობით, უკრაინის უმეტეს ნაწილში საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა, გარდა მისი დასავლეთ რეგიონებისა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა.


close დახურვა