logo
ENG



რუსეთმა დონეცკის ოლქში კაშხალი ააფეთქა, მდინარის ორივე ნაპირზე წყალდიდობაა - შერშენი

11 ივნ 202320:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/11/d4vpm32bpca1uhs.png

რუსეთმა დონეცკის ოლქში მდინარე მოკრიე იალიზე მდებარე კაშხალი ააფეთქა, რამაც მდინარის ორივე ნაპირზე წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაცია თავდაცვის ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვალერი შერშენი ავრცელებს.

როგორც შერშენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე წყალდიდობაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების შეტევაზე ეს გავლენას ვერ ახდენს.

მისივე თქმით, ჰიდრავლიკური ნაგებობების აფეთქებით რუსები ცდილობენ უკრაინის კონტრშეტევა შეანელონ.

"თავდაპირველად, ოკუპანტებმა ააფეთქეს კარლოვის წყალსაცავი, შემდეგ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, ამის მერე ააფეთქეს სხვა ჰიდრავლიკური ნაგებობები ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში. ჩვენი წინსვლის შენელების მიზნით, მათ მიმართეს ამ ტაქტიკას, როდესაც კვლავ ააფეთქეს ჰიდრავლიკური სტრუქტურა მდინარე მოკრიე იალიზე, მაგრამ ეს არ იმოქმედებს თავდაცვის ძალების წინსვლაზე", - აღნიშნა შერშენმა.

მან ასევე თქვა, რომ ზოგადად ტაურიდას მიმართულებით შეიარაღებული ძალები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ.

***

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა