logo
ENG



რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაიღუპა ერთი ადამიანი

06 აპრ 202511:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/06/g2a7vv72idzkqlm.png

რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში კიევზე, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ქალაქში რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

"დარნიცკისა და ობოლონის რაიონებში გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მუშაობენ მაშველები,"– განაცხადა კლიჩკომ.

მერის თქმით, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურაც.

ოფიციალური მონაცემებით, სამაშველო სამსახური აგრძელებს დაზიანებული ტერიტორიების მოსუფთავებას და მოსახლეობის დახმარებას.


close დახურვა