2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა - რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" გაუშვეს.
ოკუპანტების იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 38 ადამიანი. დედაქალაქის მიმდებარედ რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ხარკივის მერის, იგორ ტეხოვის თქმით, მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.