რუსულმა არმიამ დარტყმა მიაყენა ქალაქ მირგოროდს, რომელიც პოლტავის ოლქში მდებარეობს. ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ლუნინი ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინული და დასავლური სამსახურები აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ დამოუკიდებლობის დღისთვის რუსეთი მასობრივ შეტევას გეგმავს უკრაინის სახელმწიფო ობიექტებზე.
უკრაინის ტაქტიკური ავიაციის 831-ე ბრიგადა ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა მირგოროდის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. მათივე შეფასებით, ოკუპანტებმა X-22 რაკეტები გამოიყენეს.