რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
"სერხიო გოდინესი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით", - ნათქვამია შსს-ს ძებნილთა ბაზაში, თუმცა კონკრეტულად რომელ მუხლზეა საუბარი, მითითებული არაა.
გოდესი ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცეს. მისი ორი კოლეგა, როსარიო სალვატორე და ტომოკო აკანე, ასევე არიან შეყვანილი ძებნილთა სიაში. გარდა ამისა, რუსეთში ძებნილადაა გამოცხადებული ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი.
***
მიმდინარე წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაცია ედებათ ბრალად. სამ დღეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პროკურორისა და ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეგნებულად უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ასევე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის მომზადება საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით.
სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ საქმე განზრახ უკანონო დაკავების და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადების მუხლებით აღიძრა.