logo
ENG



რუსეთმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

30 ივლ 202310:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/30/8w06obosvjnhkk6.jpg

რუსეთმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"რუსმა ტერორისტებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა", - აცხადებს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის ცნობით, რუსულმა არმიამ სარაკეტო თავდასხმა ქალაქ სუმზე გუშინ, საღამოს 8 საათზე განახორციელა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გაადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა