logo
ENG



რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა

19 ივლ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/cwum5c81ccnmvff.jpg

რუსეთში უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა RIA შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ძებნა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშია გამოცხადებული, თუმცა უშუალოდ რა მუხლით, მითითებული არაა.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა გორდონის წინააღმდეგ საქმე მარტში აღძრეს ომისკენ მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ეს უკანასკნელი რუსეთში დასჯადი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა.

საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გორდონმა პირდაპირი ეთერით მოუწოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ. ასევე, რუსეთში ამტკიცებს, რომ გორდონმა "ყალბი ინფორმაცია" გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.

"ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა რუსეთში ამ სისხლის სამართლის საქმის აღძრა. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადამიანურ ვალდებულებას პატიოსნად ვასრულებ", - თქვა მაშინ გორდონმა.

აპრილში ჟურნალიტი იმ პირთა სიაში შეიყვანეს, რომლებიც "ექსტრემისტულ საქმიანობასთან ან ტერორიზმთან" არიან კავშირში.


close დახურვა